თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 15-18 სექტემბერს, ევროკომისიის პროექტის „შავი ზღვის კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა ლურჯი ზრდის თანაგანვითარებისათვის მდგრადი ეკოსისტემების შენარჩუნების პირობებში-BRIDGE-BS) ფარგლებში საზაფხულო სკოლა გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს შავი ზღვის საკითხებზე მომუშავე ახალგაზრდა მკვლევარებმა შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან (თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, საქართველო).
საზაფხულო სკოლის ძირითად თემატიკას შავი ზღვის და მიმდებარე ტერიტორიების სოციო-ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და მასთან დაკავშირებული ეკოლოგიური საკითხები წარმოადგენდა.