საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სალექციო კურსის თემა: დემოკრატია და მიგრაცია ევროპაში

15-18 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაში ერთობლივი რეგიონული სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სალექციო კურსის წასაკითხად ეწვევა ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი მარკო ბორრაჩეტტი. სალექციო კურსი განკუთვნილია, როგორც თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობისა და ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაში ერთობლივი რეგიონული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების, ისე ყველა სხვა დაინტერესებული პირისთვის.

სალექციო კურსის თემა: დემოკრატია და მიგრაცია ევროპაში
შეხვედრის დრო: 15-18 აპრილი, 19:00 საათი
შეხვედრის ადგილი: თსუ-ის მეორე აკადემიური კორპუსი, მეოთხე სართული, ოფისი 406 - ევროპული კვლევების ინსტიტუტი
სამუშაო ენა: ინგლისური

სალექციო კურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, თქვენი სახელი და გვარი მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: helpdesk.ies@tsu.ge
თარიღი: 15/04/2019