საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამაგისტრო პროგრამა ,,მიგრაციის მართვა“

მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამა შემუშავებულ იქნა ტემპუსის პროექტის: „მიგრაცია და უმაღლესი განათლება უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის“ ფარგლებში, კონსორციუმში შემავალი 16 პარტნიორი უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობით.

 

სამაგისტრო პროგრამის მთავარი უპირატესობები:

 

უნიკალური ინტერდისციპლინური პროგრამა, შემუშავებული საუკეთესო საზღვარგარეთული გამოცდილებისა და საქართველოს დასაქმების ბაზრის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით;

პროგრამა ხორციელდება ორი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის მიერ ერთობლივად;

სასწავლო პროცესს უძღვებიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორები;

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც სამაგისტრო პროგრამასა და კომისიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საფუძველია;  

პროგრამის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ პრაქტიკა სათანადო დაწესებულებებში;

სწავლების დაბალი გადასახადი, რომელიც სემესტრულად 1125 ლარია და რომლის გადახდაც შესაძლებელია სამ ეტაპად სემესტრის განმავლობაში; ამას გარდა სწავლის საფასურზე ვრცელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად მოპოვებული გრანტი.

 

მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

 

ბაკალავრის ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: ჰუმანიტარული მეცნიერებები; სამართალი; ეკონომიკა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;

საერთო სამაგისტრო გამოცდები;

გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონის);

ინგლისური ენის გამოცდისაგან გათავისუფლება ხდება შემდეგი სერტიფიკატებით: IELTS (2 წლიანი ვადით - შეფასება არანაკლებ 5,5 ქულისა), TOEFL (2 წლიანი ვადით- შეფასება არანაკლებ 81 ქულისა), FCE (უვადო, არანაკლებ C შეფასებისა);

შიდა საუნივერსიტეტო წერითი გამოცდა  (ესსე მიგრაციის აქტუალურ საკითხებზე).

მიღების ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის დეტალური ნუსხა დაიდება მოგვიანებით.

 

საკონტაქტო პირები:

მარინე კილაბერია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მობ.: 591 05 09 11,

ელ-ფოსტა: marine.kilaberia@tsu.ge

ირინე ბაქრაძე  – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)

ელ-ფოსტა: i.bakradze@gipa.ge

თარიღი: 14/07/2023