7 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, სამართლის დოქტორის ეკა სირაძის მონოგრაფიის "შიდა წყლების და ტერიტორიული ზღვის მარეგულირებელი შიდა და საერთაშორისო ნორმათა კოლიზია" პრეზენტაცია. პრეზენტაცია შედგა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის ეგიდით.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი, სამართლის დოქტორი, ნინო გვენეტაძე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, მორის შალიკაშვილი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი, ირინე ქურდაძე. გამომსვლელებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მონოგრაფიის — მნიშვნელობაზე, როგორც თანამედროვე საერთაშორისო და ეროვნული სამართლის ურთიერთმიმართების სიღრმისეულ კვლევაზე და რომ კვლევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზღვაო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის განვითარების პროცესში, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობისაა სამართლის მეცნიერებისა და პრაქტიკოსებისთვის.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, სამართლის დოქტორმა, ეკა სირაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო მონოგრაფიის ძირითადი დებულებები. ავტორმა აღნიშნა, რომ ნაშრომში დეტალურად არის ასახული უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში საერთაშორისო, რეგიონალურ თუ ეროვნულ დონეებზე განხორციელებული ყველა სახელშეკრულებო და საკანონმდებლო ინიციატივა ისევე, როგორც საერთაშორისო სასამართლოთა გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვებში ზოგადად ნაოსნობის და განსაკუთრებით, სამხედრო, ბირთვული და სხვა სახიფათო ტვირთების გადამზდავი გემების ნაოსნობის უფლებას.
მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა პროფესიული საზოგადოების აქტიური ჩართულობით.