საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო ჟურნალი „სჯანი“ EBSCO-ს საერთაშორისო ბაზაში

ლიტერატურის თეორიისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სამეცნიერო ჟურნალი „სჯანი“ (რედაქტორი - პროფესორი ირმა რატიანი) EBSCO-ს საერთაშორისო ბაზაში შევიდა.

ჟურნალი „სჯანი“ არის საქართველოში გამომავალი ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი ლიტერატურის თეორიასა და შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში.

ჟურნალი დაარსდა 2001 წელს. 2007 წლიდან მოხდა „სჯანის“ რეორგანიზაცია, - შეიცვალა ჟურნალის დიზაინი, გაიზარდა სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობა, საგანგებოდ „სჯანისთვის“ შეიქმნა სამეცნიერო ლიტერატურის ციტირების სტილი, რომელიც სავალდებულოა ჟურნალში დაბეჭდილი ყველა სტატიისათვის.

ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია; სტატიები იბეჭდება ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფარნგულ და რუსულ ენებზე, შესაბამისი ინგლისური რეზიუმეთი. მასალის შერჩევა ხდება ანონიმური რეფერირების წესით.

2008 წლიდან ჟურნალი განთავსებულია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე (http://www.ceeol.com);

2015 წლიდან "სჯანი" შესულია VABB-SHW(სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ფლამანდიური აკადემიური ბიბლიოგრაფიის მონაცემთა ბაზა) (https://www.ecoom.be);

2017 წლიდან ჟურნალი "სჯანი" მიღებულია ERIH PLUS-ის საერთაშორისო ბაზაში (https://dbh.nsd.uib.no);



თარიღი: 20/12/2018