თანამშრომლობის ახალი პერსპექტივების განხილვისა და პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „The Evaluation Company“–ის (TEC) წარმომადგენლებსა და თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს დოკუმენტების გადამოწმების პროცესის გამარტივებასა და ეფექტიანობის ზრდაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ინტერესების დაცვას. აღნიშნული პროცესი, ერთის მხრივ, გააუმჯობესებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მომსახურებას, ხოლო მეორეს მხრივ, გააძლიერებს თსუ-ს საერთაშორისო პარტნიორულ ურთიერთობებს.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ინტერესების დაცვის მიზნით გაგრძელდება, რაც კიდევ უფრო გაზრდის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიტეტს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში