საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები თსუ-ში

სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებაზე იყო საუბარი  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებისა და თსუ სტუდენტების შეხვედრაზე.

 

სწავლისა და შრომის ბაზრის მჭიდრო ურთიერთობის აუცილებლობაზე და თსუ სტუდენტების სპეციალობის მიხედვით დასაქმებაზე გააკეთა აქცენტი შეხვედრაზე თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ. „მნიშვნელოვანია და საინტერესოა ექსპერტიზის ბიუროსთან თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა ორმხრივ სასარგებლოა. ჩვენი სტუდენტები ბიუროში პრაქტიკის დროს ცოდნასთან ერთად, იძენენ საჭირო უნარ-ჩვევებს. ექსპერტიზის ბიურო კი კვალიფიციურ კადრებს ასაქმებს. ეს ის ახალგაზრდები არიან, რომელთაც თავისუფლად ვანდობთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

შეხვედრაზე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა გიორგი მურვანიძემ და დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა  სტუდენტებს პრეზენტაციები წარუდგინეს ბიოლოგიური, კრიმინალისტიკური, საინჟინრო, საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული, ფსიქიატრიული, ნარკოლოგიური, ქიმიური, სამედიცინო ექსპერტიზის ლაბორატორიების საქმიანობის და სპეციფიკის შესახებ.

 

შეხვედრის ბოლოს ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებმა უპასუხეს სტუდენტების კითხვებს.

თარიღი: 11/12/2025