საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სასერტიფიკატო ტრენინგების სერია „TECHART SESSIONS”

16 მარტიდან თსუ-ში სასერტიფიკატო ტრენინგების სერია „TECHART SESSIONS” დაიწყება. ტრენინგი ჩატარდება 8 ნაკადად, ყოველ შაბათ-კვირას 11:00-18:00, ხოლო სამშაბათს-18:00-21:00 საათებში.

თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი შესაძლებლობას გაძლევთ, გაიგოთ, რა არის საჭირო ბიზნესის დასაწყებად, მოამზადოთ თქვენი ბიზნეს იდეა და ისწავლოთ მისი წარმართვა, გაზარდოთ თქვენი დასაქმების შანსი, გაიგოთ მეტი მეწარმეობაზე და თავად გახდეთ მეწარმე, განავითაროთ კომუნიკაციის უნარი, შეიძინოთ ახალი კონტაქტები და მიიღოთ მონაწილეობა ბრიტანეთის საბჭოს მიერ შექმნილ ვიდეო კონკურსში.

ტრენინგზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. სერტიფიკატის მისაღებად, აუცილებელია, დაესწროთ ტრენინგის სამივე დღეს.

"TECHART SESSIONS"-ის სარეგისტრაციო ფორმისა და სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ  FB გვერდი - https://www.facebook.com/innovatetsu

ტრენინგზე სარეგისტრაციო ფორმა გაიხსნება 10 თებერვალს.
თარიღი: 29/01/2019