საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შეიქმნა. დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი 15 წევრიანი ორგანო თსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებით შეიქმნა და მისი მთავარი მიზანი თსუ-ში დისერტაციების ხარისხის ამაღლებაა. სადისერტაციო საბჭო უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარდგინებით მიღებულ დისერტაციებს განიხილავს და შემდგომ მსვლელობას აძლევს. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო 2 წლის ვადით ირჩევა.

14 ივნისს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც საბჭოს თავმჯდომარედ თსუ ასოცირებული პროფესორი ქეთევან ხუციშვილი აირჩიეს. მისი თქმით, სადისერტაციო საბჭო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას შეუწყობს ხელს. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო აქტივობას ხარისხი არასდროს აკლდა, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ სტანდარტები კიდევ უფრო გაძლიერდეს. საბჭოს უფლებამოსილებაში შედის დისერტაციების გაცნობაც, რამდენად შეესაბამება ისინი სტანდარტებს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პლაგიატის შემთხვევებს და სხვა დარღვევებს“, - განაცხადა სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ.

პირველ სხდომაზე სადისერტაციო საბჭომ ახალ რეგულაციებსა და წესებზე იმსჯელა, ასევე დაამტკიცა დაცვის კომისიების შემადგენლობა.


თარიღი: 27/02/2018