საქართველოს ბანკის სტიპენდიის დახმარებით მოტივირებულ, მიზანდასახულ სტუდენტებს პირველივე კურსიდან აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ სასტიპენდიო პროგრამაში და ისწავლონ 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსებით.
კიდევ რა უნდა იცოდე საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ?
სწავლის დაფინანსების მიღება შეუძლია საბაკალავრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს საქართველოს ბანკის 21 პარტნიორ უნივერსიტეტში, რომელთა შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიცაა.
სტიპენდია მოიცავს სწავლის ერთწლიან, სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას.სტუდენტები შეირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და ლიდერობის პოტენციალით. პირველ ეტაპზე უნივერსიტეტები გადაარჩევენ აპლიკაციებს GPA-სა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.