საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს თასი კალათბურთში კვლავ ჩვენია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი ზედიზედ მეორედ საქართველოს თასის მფლობელი გახდა. თსუ კალათბურთელებმა ფინალში გორის „ივერიონი“ 92:81 დაამარცხეს.

 

ფინალურ შეხვედრაში გუნდს ყველაზე მეტი - 31 ქულა კახა ჯინჭარაძემ მოუტანა. ამავე დროს იგი  საქართველოს თასის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

 

თსუ კალათბურთელებს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები გულშემატკივრობდნენ. „ეს არის საუნივერსიტეტო კალათბურთის დიდი გამარჯვება, ვინაიდან მეორე წელია თსუ-ის გუნდი საქართველოს თასის მფლობელია. ვულოცავ ყველა უნივერსიტეტელს, თითოეულ სტუდენტს, პროფესორს, თავად კალათბურთელებს. ეს ძალიან დიდი წარმატებაა,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

თსუ საკალათბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელის ლექსო ლაფანაშვილის თქმით, ემოციების დაცხრომის შემდეგ, თსუ კალათბურთელები ქვეყნის ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებენ, რათა ამ ასპარეზზეც მიაღწიონ წარმატებას. „რაც შეეხება თასს - ჩვენ მოქმედი მფლობელები ვიყავით ამ ტიტულის და მისი შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“

 

გასულ სეზონში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთელებმა ორივე უმაღლესი ტიტული - საქართველოს თასი და სუპერლიგა მოიგეს და FIBA-ს უმაღლესი რანგის ევროტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზეს.  

თარიღი: 11/04/2024