თარიღი2025-11-24
თარიღი10:15 სთ
მისამართიი. ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის დარბაზი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აგრძელებს საბავშვო ღონისძიებების სერიას - „უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ბავშვებს“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში მასპინძლობენ თანამედროვე საბავშვო მწერლები, პოეტები და მთარგმნელები, რომლებიც საუბრებენ ლიტერატურაზე, იმართება დისკუსიები. მოსწავლეებს, ასევე, აქვთ შესაძლებლობა დაათვალიერონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, გაეცნონ მის ფონდებში დაცულ უნიკალურ, უძველეს ნაბეჭდ წიგნებს.
24 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ საბავშვი მწერალ თამარ ადამიასთან ერთად 47-ე საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. მწერალმა მოსწავლეებს თავისი შემოქმედება გააცნო და წიგნის სიყვარულზე ესაუბრა.