2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში „სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების“ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად დოკუმენტაციის წარდგენის ვადა - 26 სექტემბერი-30 სექტემბერი;
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
გ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
პირადი საქმის გასახსნელად და ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა მიმართოთ შემდეგ მისამართზე:
უწყვეტი განათლების ცენტრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზო, II სართული.
საკონტაქტო პირი: 579 34 44 43 შოთა კეჟერაშვილი
ილია ჭავჭავაძის გამზირი № 1, თბილისი, 0179, საქართველო.