საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სლოვაკეთის სახელმწიფოს ეროვნული სტიპენდიის პროგრამა

სლოვაკეთის სახელმწიფო ქართველი სტუდენტებისათვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს 2023-2024 სასწავლო წლისათვის. სლოვაკეთის სახელმწიფოს ეროვნული სტიპენდიის პროგრამაში (National Scholarship Program) მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევრებს.


აპლიკანტების მიერ განაცხადები ივსება ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე: www.scholarships.sk; ამავე გვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პროგრამის თაობაზე.


სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 აპრილის - 16:00 სთ (ცენტრალური ევროპის დრო).


აღნიშნული სტიპენდიის პროგრამის თაობაზე 2023 წლის 1 აპრილს, ცენტრალური ევროპის დროით 13:00 საათზე დაგეგმილია ონლაინ ვებინარის გამართვა სასწავლო და კვლევითი სტიპენდიების თაობაზე შემდეგი პლატფორმების მეშვეობით:

www.saia.sk/en/main/news/news/webinar-study-and-research-scholarships-to-slovakia

www.facebook.com/events/649168840550395

www.instagram.com/p/CqDI6GCqYzz

 

ამასთან, 2023/2024 აკადემიური წლის ზაფხულის სემესტრის სტიპენდიისთვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა არის 2023 წლის 31 ოქტომბერი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აპლიკანტებს (სტუდენტები და PhD სტუდენტები) შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით პირდაპირ დაუკავშირდნენ პროგრამის ადმინისტრატორს სილვია ლიპოვსკას (Silvia Lipovská), e-mail: nsp-foreign2@saia.sk, ხოლო აპლიკანტებს (უნივერსიტეტის ლექტორები და მკვლევარები) შეუძლიათ დაუკავშირდნენ სტიპენდიათა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ონდრეი არადსკის (Ondrej Aradský), e-mail: nsp-foreign@saia.sk

თარიღი: 27/03/2023