საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა IV ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

 18 თებერვალს თსუ-ში სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის სტუდენტთა IV ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ,  ხაზი გაუსვა აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობას, მასზე გამოტანილი მოხსენებების მრავალფეროვნებასა და აქტუალობას.  აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 100-ზე მეტი მომხსენებელი მონაწილეობს და იგი სამ დღეს (18-20 თებერვალი) გაგრძელდება.

დამსწრე საზოგადოებას კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის სახელით მიესალმა, თსუ ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი თეიმურაზ პაპასქირი, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს კონფერენცია უკვე ტრადიციად იქცა, სადაც წაკითხული მოხსენებები ყოველთვის სიახლით და აქტუალობით გამოირჩევა.

კონფერენციამ დამსწრე საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიცვა, რაც გამოიხატა როგორც კონფერენციაზე დასწრებაში, ასევე მოხსნებების შემდეგ აქტიურ კითხვა-პასუხში.

 კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაში არიან: პროფ. თეიმურაზ პაპასქირი, 

ასოც. პროფ. ლეილა (ია) ხუბაშვილი, ასოც. პროფ. ფატი შეყლაშვილი, ასისტენტ-პროფ. ზაალ გოგენია,

ასისტენტ-პროფ. მიხეილ ქართველიშვილი, დოქტორანტი ირაკლი ალიმბარაშვილი, დოქტორანტი პავლიკა ჯაგუნავა. 

 

დოქტორანტი გიორგი არქანია

დოქტორანტი ლევან ჯანჯღავა

დოქტორანტი ნიკოლოზ სარაჯიშვილი

თარიღი: 18/02/2025