საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა რეგიონული კონფერენცია - ,,ფილოსოფია და რელიგია’’

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი, იუნესკოს პროგრამის ფარგლებში, 2024 წლის 18-19 ნოემბერს ატარებს ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სტუდენტთა რეგიონულ კონფერენციას: ,,ფილოსოფია და რელიგია’’.        


იუნესკოს დადგენილებით, მთელს მსოფლიოში 2002 წლიდან  ყოველწლიურად აღინიშნება ,,ფილოსოფიის დღე”. 


კონფერენცია ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, კონსტანტინე (კოტე) ბაქრაძის დაბადებიდან  126-ე წლისთავს. 

 

კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებების თემატიკა მოიცავს ფილოსოფიის დარგებს: მეტაფიზიკა-ონტოლოგიის, ფილოსოფიის ისტორიის, ანთროპოლოგიის, პოლიტიკური ფილოსოფიის, ეთიკის, კულტურის ფილოსოფიის, რელიგიის, ხელოვნების სფეროებს.

 

განსაკუთრებით მივესალმებით აკადემიკოს კონსტანტინე ბაქრაძის ფილოსოფიური ნააზრევის გარშემო წარმოდგენილ მოხსენებებს და შედარებითი კვლევის შედეგებს.
 

სტუდენტთა კონფერენცია გაიხსნება: 2024 წლის 18 ნოემბერს, 10:00 საათზე.


მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, 202 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1,

სამუშაო ენა: ქართული

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • გაფართოებული თეზისები
  • სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნა

 

თეზისების გაფორმების წესი:

ა) პირველ ხაზზე მიუთითეთ მოხსენების სათაური,  შემდეგ  სახელი და გვარი, სწავლების საფეხური და სემესტრი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი,

ბ) ტექსტი (დაახლოებით 2 გვ. A 4 ფორმატი, შრიფტი UNICODE (Sylfaen), ზომა 12, ინტერვალი 1.5).

 გ) გთხოვთ, მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.

 

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: demuri.jalagonia@tsu.ge, ან  anastasia.zakariadze@tsu.ge,  არაუგვიანეს 2024 წლის 8 ნოემბრისა.

 

კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

 

მისამართი: ოთახი 205, თსუ ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. 3.

ტელ : 599 257471

თარიღი: 25/09/2024