სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრების მსურველთა რეგისტრაცია 2026 წლის 18 სექტემბერს 11:00-დან იწყება და გრძელდება 18 სექტემბრის 17: 00 საათამდე.
ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად გაიარეთ რეგისტრაცია uni.tsu.ge-ზე.
ონლაინ რეგისტრაციის დასრულების შემდგომ აპლიკანტი ვალდებულია 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობის, ან პასპორტის იმ გვერდების ასლი, რომლითაც დგინდება პირის ვინაობა. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ბინადრობის მოწმობის და ასეთის არსებობის შემთხვევაში - ვიზის ასლები;
ბ) ცნობა, შესაბამისი ფაკულტეტიდან სტუდენტის აქტიური სტატუსის ქონის შესახებ;
გ) ორი ფერადი ფოტოსურათი 3×4-ზე;
დ) არსებობის შემთხვევაში შესაბამისი პრიორიტეტული კრიტერიუმების დამადასტურებელი დოკუმენტი
მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ხდება ონლაინ რეგისტრაციის შედეგებისა და რეგისტრაცია გავლილ სტუდენტთა მიერ, შესაბამისი დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის საფუძველზე, ქვემოთმოცემული კრიტერიუმების პრიორიტეტულობის მიხედვით:
ა) სტუდენტი, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
მცხოვრები;
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეულის მიხედვით არის 70000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა;
გ) უნივერსიტეტის სტუდქალაქში მაცხოვრებელი სტუდენტის და ან ძმა;
დ) სტუდენტი, რომელსაც გარდაცვლილი, ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს დედა ან მამა;
ე) სტუდენტი, რომელიც ცხოვრობს მაღალმთიან რეგიონში;
ვ) სტუდენტი, რომელიც ცხოვრობს საზღვრისპირა რეგიონში;
ზ) სტუდენტი, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, უფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ან სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილის ოჯახის წევრი (შვილი);
თ) სტუდენტი, რომელიც არ მიეკუთვნება ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“ ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ კატეგორიას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
1. ბაგების საერთო საცხოვრებელი: მის. წყნეთის გზატკეცილი, თსუ-ს სტუდქალაქი, ბაგების საერთოს საცხოვრებლის მე-2 კორპუსი. ტელ: 2 25 0484 (9850)
2. ლისის საერთო საცხოვრებელი: : მის. ტატა (ტატიანა) თვალჭრელიძის N11. მობ: (+995) 577515259
ელ.ფოსტა: zaza.tsakadze@tsu.ge