საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შემადგენლობა ცნობილია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭო შეიქმნა, რომელიც სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესს შეიმუშავებს. საბჭოს თსუ რექტორის მოადგლე მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს. შვიდკაციან საბჭოში თსუ-სა და სხვა უნივერსიტეტის პროფესორები, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები შედიან, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ირინა გველესიანი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ალექსანდრე თევზაძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მოწვეული ლექტორი ლაშა ლაბაძე,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ოლივერ რაისნერი,  განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი რევაზ აფხაზავა,  კონსულტაციისა და  და ტრენინგის ცენტრის ხელმძღვანელი ირინა ხანთაძე.

სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი საბჭომ 2017 წლის 15 იანვრამდე თსუ კანცლერს უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად.

ბრძანება №:18/04 სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ

თარიღი: 14/11/2018