საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსის შედეგები

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დასაფინანსებელი კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები გახდა ცნობილი. სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელმა საბჭომ სულ შემოსული 63 საპროექტო წინადადება განიხილა. მათ შორის, 18 სამეცნიერო პროექტი იყო, ხოლო 45 - საგანმანათლებლო/კულტურული/სპორტული პროექტი.

    საბჭოს გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი სამეცნიერო პროექტებიდან დაფინანსდა 15 პროექტი, ხოლო საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტებიდან-34.

    იმ პროექტთა ავტორებს, რომელთაც ვერ მიიღეს დაფინანსება, მიეცათ რეკომენდაციები და შესაძლებლობა, რომ პროექტები წარმოადგინონ შემდგომ ეტაპზე.

    სამეცნიერო პროექტების მიღება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ხოლო საგანმანათლებლო/კულტურული/სპორტული პროექტების მიღების მეორე ეტაპი უკვე დაიწყო და 30 აპრილამდე გასტანს.


    თარიღი: 19/12/2018