საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - “თსუ-105“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციით “თსუ-105“ გაიხსნა.


კონფერენციის მონაწილე სტუდენტებს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი მიესალმა. „თსუ 105 წლის ხდება, ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი არა მხოლოდ უნივერსიტეტისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის. საიუბილეო დღეები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ღონისძიებით იხსნება, რაც სიმბოლურია, რადგან ჩვენი ფაკულტეტის ისტორია 1918 წლიდან იწყება, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სახელით. დიდი იმედით გიყურებთ სტუდენტებს, თქვენ უნდა გადაიბაროთ უნივერსიტეტი, ქვეყანა და ვეცადოთ, კიდევ უკეთესი გავხადოთ. მინდა, ყველას გახსოვდეთ, რომ 105 წლის იუბილეზე სტუდენტის სახელით მონაწილეობდით ღონისძიებაში," - აღნიშნა ნანა გაფრინდაშვილმა. 

 

სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე იმუშავა სექციებმა სხვადასხვა მიმართულებით: სექცია – საქართველოს ისტორია, მსოფლიო ისტორია სხდომის თავმჯდომარე – ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი; სექცია – საქართველოს ისტორია, მსოფლიო ისტორია სხდომის თავმჯდომარე - ასისტენტ პროფესორი ალექსანდრე ბოშიშვილი. კონფერენციის მონაწილე სტუდენტებმა წაიკითხეს თეზისები, ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

 

თარიღი: 01/02/2023