საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრენინგები აკადემიური წერისა და აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინაციით, თსუ-ის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბაზაზე გრძელდება ტრენინგების ციკლი უნივერსიტეტში აკადემიური წერისა და აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად. ტრენინგების მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია და დაეხმაროს შესაბამისი უნარების გამომუშავებაში შემდეგი მიმართულებით: 

სამეცნიერო სტილი, მისი მოთხოვნები, მახასიათებლები და ენობრივი საშუალებები; 
საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომის მოთხოვნები და მახასიათებლები; 
რა არის პლაგიატი? როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს ? ; 
Turnitin-ის გამოყენება. 

მომდევნო ტრენინგი ჩატარდება 2019 წლის 25-27 მაისს 12.00-15.00 საათზე თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, მისამართი: მერაბ ალექსიძის მე-2 შესახვევი N3, სართ. 3, აუდ. N402 (იხ. გეგმა-გრაფიკი).

ტრენინგზე რეგისტრაციისათვის მიყევით ბმულს.  

ტრენინგები ხორციელდება ერაზმუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის - „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორები ოთხ ევროპულ სასწავლებელთან – როეჰემპტონის (University of Reohampton, ინგლისი), უფსალას (University of Uppsala, შვედეთი), ვენისა (University of Vienna, ავსტრია) და დუბლინის (Dublin City University, ირლანდია) უნივერსიტეტებთან - ერთად თორმეტი ქართული უმაღლესი სასწავლებელი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიც არიან. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 

თარიღი: 20/05/2019