საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრენინგი „გზა პროფესიული ბედნიერებისაკენ“

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) და თსუ-ს დასაქმების ფრანკოფონული ცენტრი ბაკალავრიატის სტუდენტებს იწვევს  თვითშემეცნების და პროფესიული განვითარების ტრენინგზე „გზა პროფესიული ბედნიერებისაკენ“.

 

ტრენინგის მიზანი: ხელი შეუწყოს  პროფესიულად ბედნიერი პიროვნების ჩამოყალიბებას და ბედნიერ პროფესიონალთა თანასაზოგადოების შექმნას ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე.

 

ტრენერი, კარიერის განვითარების ინკლიუზიური ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიის დოქტორი(2019) და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი (2023), პოლიტიკის მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, პოლიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, ბატონი ალექსანდრე რუსეცკი.

 

კურსის ხანგრძლივობა 10 საათი, ტრეინინგის გავლის შემდეგ მიიღებთ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) და თსუს ერთობლივ დიპლომს, რომელსაც ექნება ონლაინ QRკოდი.

 

ტრენინგი ჩატარდება ხუთშაბათს 20 თებერვალს (5 საათი) და პარასკევს 21 თებერვალს (5 საათი) 13 – 19 სააათზე, მისამართი: ილია ჭავჭავაძის 36, თსუ-ს მე 5 კორპუსი, აუდიტორია 309 (კიბიდან მარჯვნივ სულ ბოლო აუდიტორია მარცხნივ).

 

მოკლე ინფორმაცია ტრენინგის პროგრამის თაობაზე

პროფესიული გაურკვევლობის პრობლემა.

პიროვნების თვითშემეცნების მნიშვნელობა.

პროფესიული - ორიენტაციის, ადაპტაციის და განვითარების შესაძლებლობანი.

პროფესიული განვითარების რისკების შემცირების დიაგნოსტირება.

პროფორიენტაციული კონფლიქტების რაობა და მათი პოზიტიური ტრანსფორმაცია.

გაცნობიერებული ფორმალური და არაფორმალური განათლების პროცესების მართვა.

კარიერის განვითარების სტრატეგიის შექმნა და რეალიზება.

პროფესიულ საზოგადოებაში ნაყოფიერი ინტეგრირება.

ღირსეული დასაქმება სასწავლო პროცესის დროს.

ფრანგულენოვან კულტურაში დასაქმების ზოგიერთი ფსიქოლოგიური ასპექტი

გთხოვთ დარეგისტრირდეთ 19 თებერვლამდე შემდეგ ბმულზე

 

უმორჩილესად გთხოვთ დარეგისტრირდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაესწრებით სრულ კურსს.

თარიღი: 17/02/2025