eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ურბინოს სახელოვნებო ფესტივალი

2020-26 წლებში იტალიაში, ქალაქ ურბინოში ტრადიციულ საერთაშორისო სახელოვნებო ფესტივალში „ურბინო აკვარელო“, რომლის ფარგლებში ეწყობა გამოფენა და ვორქშოპი, თსუ-ს წარმომადგენლებმა უკვე ხუთჯერ მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებებში საქართველოს წარმომადგენელი და შემოქმდებითი ჯგუფის ხელმძღვანელი არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სახვითი ხელოვნების კათედრის ასისტენტ პროფესორი, მხატვარი ლელა გელეიშვილი.

2026 წლის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო სახვითი ხელოვნების სპეციალობის ცხრა სტუდენტმა და სამმა კურსადამთავრებულმა. მოეწყო მათი ნამუშევრების დემონსტრირება, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ვორქშოპში - ადგილზე შეასრულეს ფერწერული ნამუშევრები. ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყო ლელა გელეიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა წმ. ფრანჩესკო დი პაოლას საკათედრო ტაძარში და მასტერ-კლასი, სამუშაო პროცესის დემონსტრირება კოლეჯიო რაფაელოში.

ურბინოში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში თსუ-ს სახვითი ხელოვნების სტუდენტთა მონაწილეობა რეგულარულად ხორციელდება თსუ-ს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფინანსური მხარდაჭერით.

 

9 ივნისს თსუ-ს პირველ კორპუსში, მუზეუმის დარბაზში გაიმართება ურბინოს ფესტივალის მონაწილე თსუ-ს მხატვართა ჯგუფის გამოფენის გახსნა და ვიდეომასალის დემონსტრირება.

თარიღი: 05/06/2026