საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფიზიკოს ირაკლი ღარიბაშვილის სახელობის ჯილდო ლუკა კოპაძეს

თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდმა ფიზიკოსის, სამეცნიერო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორის ირაკლი ღარიბაშვილის სახელობის ყოველწლიური ფულადი ჯილდო დააწესა.

 

20 იანვარს, ეროვნული სამეციერო ბიბლიოთეკის სივრცეში ჯილდო გადაეცა ლუკა კოპაძეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების 2021-2022 სასწავლო წლის საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს.

 

ირაკლი ღარიბაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჯილდო 2023 წლიდან დაწესდა და ექნება ყოველწლიური ხასიათი, გადაეცემა ფიზიკის დარგში საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე წარჩინებულ ერთ სტუდენტს.

 

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები. მათ გაიხსენეს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაწეული უდიდესი ღვაწლი, როგორც სამეცნიერო სფეროსა და ბიბლიოთეკის განვითარების საქმეში, ისე მთელი ქვეყნისა და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე.

თარიღი: 24/01/2023