საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფილიპე გოგიჩაიშვილის ნაშრომები გაციფრულდა


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით დაიწყო თსუ დამაარსებლების ნაშრომების განახლება და გაციფრულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიკოს ფილიპე გოგიჩაიშვილის ცხოვრებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შემსწავლელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაციფრულდა ფილიპე გოგიჩაიშვილის ნაშრომები:


ა) ფილიპე გოგიჩაიშვილის რჩეული ნაწერები
ბ) პაატა  გუგუშვილი,  ფილიპე გოგიჩაიშვილი ცხოვრება და მოღვაწეობა  
გ) ფილიპე გოგიჩაიშვილი წერილები, მოგონებები
დ) ფილიპე გოგიჩაიშვილი ხელოსნობა საქართველოში


აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისათვის მადლობას ვუხდით თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, ბატონ ზურაბ გაიპარაშვილს.
კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიბეჭდოს ფილიპე გოგიჩაიშვილის ნაშრომი: ,,ხელოსნობა საქართველოში“ ქართულ-გერმანულ ენებზე.

თარიღი: 02/05/2023