თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი მასპინძლობს 2026 წლის სტუდენტურ კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბაკალავრიატის, ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები.
კონფერენცია საშუალებას მისცემს სტუდენტებს ფართო აუდიტორიას გაუზიარონ საკუთარი ემპირიული კვლევები ფსიქოლოგიის, განათლების, სოციალური მეცნიერებებისა და მომიჯნავე სფეროებში.
ღონისძიება მოიცავს როგორც ზეპირ მოხსენებებს, ასევე პოსტერების სესიას.