საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართველ და პოლონელ იურისტთა ასოციაციის დაფუძნება თსუ-ში

ვიანდრინას ევროპული უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აქტიური თანამშრომლობით ქართველ და პოლონელ იურისტთა ასოციაცია დაფუძნდა.

 

ასოციაციის შექმნის მიზანია აკადემიური თავისუფლებისა და ეთიკის პრინციპების დაცვით ქართული და პოლონური სამართლის დაახლოება და ორივე ქვეყნის სამართალმცოდნეობისა და მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა.

 

წარდგენის ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა და მასში მონაწილეობა თსუ რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა, პოლონელმა და ქართველმა იურისტებმა მიიღეს.

 

მისასალმებელ სიტყვაში თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ ხაზი გაუსვა ქართულ-პოლონური პლატფორმის შექმნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მომავალში ორი ქვეყნის საგანმანათლებლო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ქართულ-პოლონური იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი არკადიუშ ვუდარსკი, ქართულ-პოლონური იურისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი პაველ შიკორა, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, ქართველ და პოლონელ იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ხუბუა და აკადემიური წრეების სხვა წარმომადგენლები.

თარიღი: 06/04/2023