საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართული ლიტერატურის გზამკვლევი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი აკადემიური გამომცემლობის Brill Publishing-ის მიერ მომზადებული „ქართული ლიტერატურის გზამკვლევის“ პრეზენტაცია.

 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ: „ის რომ  ევროპელი მკითხველი შენს ლიტერატურას ასე სრულყოფილად ადევნებს თვალს, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ წიგნის გამოცემა კი დიდი ისტორიული მოვლენაა ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ცხადია ადვილი არ არის ასეთი დიდი პროექტის, დიდი საქმის განხორციელება და ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ ამ დიდ საქმეს საფუძველი ჩაეყარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიაღში და მეცნიერები, რომლებიც ამ გამოცემაზე მუშაობდნენ თავის ცოდნას უზიარებენ ჩვენს სტუდენტებს.“

 

წიგნის იდეის ავტორი და რედაქტორი თსუ ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა რატიანია. 500-გვერდიან წიგნში განხილულია ქართული ლიტერატურა - ადრეული შუა საუკუნეებიდან დღემდე. წიგნი აჩვენებს, როგორ ვითარდებოდა ქართული მწერლობა საუკუნეების განმავლობაში და როგორ იყო ის დაკავშირებული მსოფლიო ლიტერატურულ პროცესებთან.

 

 იხილე ქართული ლიტერატურის გზამკვლევი 

თარიღი: 20/05/2026