თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ლაბორატორიებს თელავის ერეკლე II სახელობის და თბილისის 176-ე სკოლების მოსწავლეები ეწვივნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, გაეცნენ ქიმიის ინგლისურენოვანი პროგრამას და იმ შესაძლებლობებს, რომელსაც აღნიშნული პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმოამდგენლებთან ერთად მოსწავლეებს ასევე უმასპინძლეს ამერიკის ქიმიური საზოგადოების თსუ-ს სტუდენტური ორგანიზაციის წევრებმა და ქიმიის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებმა, მათ მოსწავლეების მონაწილეობით ჩაატარეს სხვადასხვა სახალისო ქიმიური ექსპერიმენტი.