ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მე-6 ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ამერიკის ქიმიური საზოგადოების სტუდენტური თვითმმართველობისა და ACS საქართველოს თანაორგანიზებით ჩატარდა.
მონაწილეებს მიესალმა თსუ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი. როგორც მან განაცხადა, მსგავსი სახის ღონისძიებები ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევითი უნარების ჩამოყალიბებას და განვითარებას სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებში.
მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა წარმოედგინათ საკუთარი კვლევითი პროექტები როგორც ზეპირი, ისე პოსტერული მოხსენების სახით. გამარჯვებულები შეაფასეს ქართველმა და ამერიკელმა პროფესორებმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პეტრე ბაბილუა, სტუდენტები ქართული და უცხოური უნივერსიტეტებიდან.