საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა (GIZ) ორგანიზებით პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე

5 აპრილს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები პაკისტანელ კოლეგებთან ერთად, რომელთა შორისაც იყვნენ პაკისტანის განათლების სამინისტროს ოფიციალური პირები. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე - კახაბერ ჭეიშვილი და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები: ირმა გრძელიძე და რუსუდან სანაძე.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, სადაც ყურადღება გამახვილდა თსუ-ის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე: ,,პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსები“ და  ,,პროფესიული განათლება“.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მაგდებურგის ოტო ფონ გერიკეს სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივად შექმნილი პროგრამების შინაარსიდან გამომდინარე, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს პოტენციური თანამშრომლობის შესახებ, რომელიც მოიცავს კვლევით პარტნიორობას, მასწავლებელთა მომზადების პროგრამებისა და კვლევით ცენტრების შექმნას. GIZ-ის საქართველოს ოფისისა და მაინცის უნივერსიტეტის პროფესორ მარკუს ბურნერის ხელშეწყობით, დიალოგის შედეგად დაისახა კონკრეტული სტრატეგიები მომავალი თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, სტუდენტთა მობილობისა და ერთობლივი კვლევითი ინიციატივების გაჩენის მიმართულებით.

 

შეხვედრაზე აგრეთვე ხაზი გაესვა საგანმანათლებლო სფეროში პროფესიული განათლებისა და ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

თარიღი: 10/04/2024