საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა გურამ დოჩანაშვილთან

„ყოველთვის როცა ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში შემოვდივარ, მაშინაც როცა ვსწავლობდი და იმის შემდეგ, აი დღესაც, ეს უწყვეტი ურთიერთობაა ჩემი, პატივისცემით აღსავსე. ესაა უნივერსიტეტი,  სადაც დიდი ივანე ჯავახიშვილი ქუდმოხდილი შემოდიოდა“-განაცხადა  გურამ დოჩანაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, უნივერსიტეტის სტუდენტები, საბავშვო უნივერსიტეტის მოსწავლეები, საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, გურამ დოჩანაშვილს არამარტო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის უკავია განსაკუთრებული ადგილი, არამედ ქართულ ლიტერატურაში. „გურამ  დიჩანაშვილი ეს არის მოვლენა, მსოფლიო მასშტაბის მწერალი. შეხვედრების ძალიან კარგი ტრადიცია ჩამოყალიბდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როცა ვიწვევთ ჩვენს კურსდამთავრებულებს და პირველი მწერალი, რომელსაც ამ ფორმატში გადაეცა უნივერსიტეტის  მედალი არის გურამ     დოჩანაშვილი,“-განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ რექტორმა ქართველი ერის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის, ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მწერალი და საზოგადო მოღვაწე გურამ დოჩანაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა. „კეთილგანწყობა, სიყვარული და თანადგომა, რაც დღეს მივიღე, დიდ ბედნიერებასთან ერთად დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს. ღმერთმა მომცეს ის ძალა რომ გამემართლებინოს ეს დიდი სიხარული“.-აღნიშნა მწერალმა.


თარიღი: 23/12/2018