საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტის SPG-23-527   "ქიმია ჩვენს ირგვლივ“ ფარგლებში, 12 აპრილს  კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლამისყანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერთა ფაკულტეტის წარმომადგენლების მიერ  სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები, სახალისო ლექცია და სხვადასხვა აქტივობები ჩატარდა.

 

ძალიან მნიშვნელოვანი იყო,  რომ შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები და პედაგოგები დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი, რაც სკოლის დირექციის, სოლის პედაგოგების და დირექტორის შორენა წიკლაურის დამსახურება იყო.

კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. ქიმიის, ამ მნიშვნელოვანი STEM მეცნიერების, გაცნობის პირველი შესაძლებლობის მიცემა, სახალისო ლაბორატორული ექსპერიმენტებზე დაკვირვება, პროექტის ძირითადი ინოვაციური მხარეა. ქიმიურმა ექსპერიმენტმა უნდა დააინტერესოს მოსწავლე. ლაბორატორული მუშაობის სპეციფიკის გაცნობით იგი შეიძენს და გაიღრმავებს თეორიულ ცოდნას და ექსპერიმენტული მუშაობის უნარ-ჩვევებს. დაეუფლება სასკოლო დონის თანამედროვე გამზომი ხელსაწყოების გამოყენების უნარს და მიღებული ცოდნის გამოყენების უნარს მათ შორის ქიმიის მომიჯნავე დარგებში. აღნიშნული დაეხმარება მას სასკოლო პროგრამის დაძლევაში და სტიმული იქნება მომავალი პროფესიის ქიმიის მეცნიერებასა ან ქიმიურ-ტექნოლოგიურ სფეროში არჩევისათვის.

თარიღი: 14/04/2024