საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა მთარგმნელ ია კოროშინაძესთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აგრძელებს საბავშვო ღონისძიებების სერიას -  „უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ბავშვებს“, რომლის ფარგლებში  მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში მასპინძლობენ თანამედროვე საბავშვო მწერლები, პოეტები და მთარგმნელები, რომლებიც საუბრებენ ლიტერატურაზე, წიგნის სიყვარულზე, ბავშვებს უკითხავენ თავიანთი   შემოქმედებიდან  მოთხრობებს,  იმართება დისკუსიები. მოსწავლეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა დაათვალიერონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, გაეცნონ მის ფონდებში დაცულ უნიკალურ, უძველეს ნაბეჭდ წიგნებს.

 

13  ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ “ახალი ქართული სკოლის” V-VII კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა, რომელთაც ბიბლიოთეკაში მთარგმნელი ია კოროშინაძე დახვდათ. სტუმარმა  ლუსი მოდ მონტგომერის წიგნების „ენი შირლის თავგადასავალი“  ისაუბრა. 

 

თარიღი: 13/11/2023