საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა მწერალ ნატო დავითაშვილთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აგრძელებს საბავშვო ღონისძიებების სერიას -  „უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ბავშვებს“, რომლის ფარგლებში  მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში ხვდებიან თანამედროვე საბავშვო მწერლები, პოეტები და მთარგმნელები, რომლებიც საუბრებენ ლიტერატურაზე, წიგნის სიყვარულზე, ბავშვებს უკითხავენ თავიანთი   შემოქმედებიდან  მოთხრობებს,  იმართება დისკუსიები. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა დაათვალიერონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.

 

6  ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ უმასპინძლა “ახალი ქართული სკოლის” VIII-IX კლასის მოსწავლეებს. მათ ბიბლიოთეკაში დახვდათ მწერალი ნატო დავითაშვილი, რომელმაც ისაუბრა თავისი შემოქმედების შესახებ.

 

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ უნივერსიტეტის მუზეუმი - ვაჟას კაბინეტი და  ბიბლიოთეკა,  გაცნობოდნენ მის ფონდებში დაცულ უნიკალურ, უძველეს ნაბეჭდ წიგნებს.

თარიღი: 06/11/2023