საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა წალკის სკოლის მოსწავლეებთან მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში

  მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წრის წარმომადგენლებმა წალკის სკოლის მოსწავლეებისათვის გამართეს მორიგი ღონისძიება.  

 

მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ მონაწილოება მიეღოთ  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  პროფესორების სახალისო ქიმიურ ექსპერიმენტებში და ლექციებში.  გამოვლინდნენ ასევე “ქიმიური კროსვორდის“ გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ სამახსოვრო სუვენირები. ამ პროექტის ფარგლებში მსგავსი აქტივობების  ჩატარების მიზანი მოსწავლეების ქიმიის მიმართ ინტერესის გაზრდაა, ქიმიის მეცნიერების სფეროების შესახებ წარმოდგენის შექმნა და ქიმიური ტექნოლოგიის პროდუქტების ყოველდღიურ ყოფაში აღმოჩენა.

 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მსგავს ქიმიურ ექსპერიმენტებში მონაწილეობა, ლაბორატორიული მუშაობის სპეციფიკის გაცნობა, დაეხმარება უფროს კლასებში ინტერესით მოეკიდონ ისეთ მნიშვნელოვან STEM მეცნიერების, როგორიც ქიმიაა, საფუძვლების შესწავლაში. ასევე, გააფართოვებს მათ თვალსაწიერს თანამედროვე ტექნოლოგიური დარგების დიდ ჩამონათვალზე, მათ პრაქტიკულ საჭიროებაზე და ამ სფეროში საქმიანობის შესაძლებლობაზე.

 

ქიმიურ-ტექნოლოგიური დარგების პრაქტიკული საჭიროების და პერსპექტიულობის შესახებ საუბრები, ქიმიურ-ეკოლოგიური მიმართულების აქტუალური საკითხების განხილვა დაეხმარება მოსწავლეებს იპოვონ თეორიული და პრაქტიკული კავშირები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგებს შორის, მოემზადონ თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ტრანსფორმაციისათვის.

თარიღი: 28/02/2024