საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა „ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში“ მოსწავლეებთან

„ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში“ მოსწავლეებისათვის, 25 აპრილს,    რუსთაველის ეროვნული ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი  გრანტის SPG-23-527 -ის ფარგლებში   სახალისო ქიმიურ ექსპერიმენტები, სახალისო ლექცია ქიმიაში და სხვადასხვა აქტივობები ჩატარდა. ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარების დროს გამოიყენებული იყო  ბავშვებისათვის ნაცნობი საგნები, მასალები, პროდუქტები, რაც აადვილებს ამ ასაკის ბავშვებისათვის ქიმიის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებას და მიუხედავად ქიმიის არსის ჯერ არ ცოდნისა, პრაქტიკული მაგალითებით აჩვევეს ბავშვს სხვადასხვა მოვლენის მეცნიერებასა და ტექნოლოგიასთან კავშირის დადგენას. ამ ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში.     გამოვლინდნენ ქიმიური კროსვორდის გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ სამახსოვრო სუვენირები.          

თარიღი: 25/04/2024