საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცნობილი ფსიქოლოგის პიერო ფერუჩის საჯარო ლექცია თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ცნობილ იტალიელ ფსიქოლოგს, ფლორენციისა და იტალიის ფსიქოსინთეზის ინსტიტუტის, ევროპის ფსიქოსინთეზის ფსიქოთერაპიის ფედერაციის წარმომადგენელს პიერო ფერუჩის შეხვდა. შეხვედრაზე ჯაბა სამუშიამ თსუ-ში ფსიქოლოგიის სწავლების ისტორიასა და თანამედროვეობაზე ისაუბრა. აგრეთვე, ხაზი გაუსვა საერთაშორისო გამოცდილებისა და მეთოდების გაზიარებაზე.

 

შეხვედრის შემდეგ პიერო ფერუჩიმ თსუ სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია „ფსიქოსინთეზი, ფსიქოთერაპიული მეთოდი, გზა თვითრეალიზაციისთვის“. ლექციას თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მზია წერეთელი, პროფესორები ესწრებოდნენ. ლექციის შემდეგ ფერუჩიმ უპასუხა სტუდენტების კითხვებს.

 

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი  პიერო ფერუჩი ფსიქოსინთეზის ფუძემდებლის რობერტო ასაჯიოლის ყოფილი სტუდენტი და თანამშრომელი, ფსიქოსინთეზის, როგორც ფსიქოთერაპიული მიმდინარეობის განმავითარებელი და ამ მიმართულებით მრავალი წიგნის ავტორია. მათ შორის: ,,What We May Be’’, ,,Inevitable Grace”; ,,Beauty and the Soul”; “Your Inner Will”.

თარიღი: 05/11/2024