კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების აკადემიურ პერსონალს (სასურველია, სამუშაო გამოცდილება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიმართულებით).
სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის განხილვა;
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ა/წ
16 ივლისის 12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
outgoingmobility@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი;
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
ფაკულტეტის დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული);
სამუშაო გეგმის მონახაზი (ინგლისურ ენაზე; ხელმოწერილი ერაზმუს+ ინსტიტუციური კოორდინატორის - თეა გერგედავას მიერ) დანართი 1;
დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი არ არის სავალდებულო, ელ-ფოსტაზე მიღებული თანხმობაც საკმარისია).
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
1 კვირა (2019 წლის ივლისის ბოლო)
სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების დაფინანსება.
დამატებითი ინფორმაცია:
- შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
outgoingmobility@tsu.ge.