საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გრანადის უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გრანადის უნივერსიტეტში, ესპანეთი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის  საფეხურის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე* სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: 

ინგლისურენოვანი ან ესპანურენოვანი: იურიდიული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებები.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
 დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
 გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
 საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი, ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 24 იანვრის  16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
outgoingmobility@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი 
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან ესპანურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისური ან ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი: eLADE, DELE ან TOEFL,  IELTS, APTIS, CAMBRIDGE – მინიმუმ B2 დონე; აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე ან/და თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების დადებითი შედეგი - 2018 წლის 9 ოქტომბერი)
შევსებული საკვლევი გეგმის მონახაზი (დოკუმენტი სავალდებულოა ხელმოწერით დაამოწმოს გრანადის უნივერსიტეტში სტუდენტის საკონტაქტო პირმა) დანართი 1
მაგისტრის დიპლომი
მაგისტრის დიპლომის დანართი

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი 
2019 წლის 30 აპრილი-31 ივლისი

სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

დამატებითი ინფორმაცია: 
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას!





თარიღი: 25/12/2018