საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ცხადდება კონკურსი თსუ ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

    ცხადდება კონკურსი თსუ ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

    სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
    ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
    სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
    სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): იურიდიული, გერმანული ენა, ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
    მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
    https://www.europa-uni.de/en/index.html
    უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი)
    სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი): კომპიუტერული მეცნიერება, ფრანგული ფილოლოგია
    მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
    http://www.univ-paris8.fr/en/
    ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
    სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა, იურიდიული, ბიზნესი, ეკონომიკა, ბიოლოგია
    მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
    http://www.uni-saarland.de/nc/en/home.html
    კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
    სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, მედია
    მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
    https://www.fh-kiel.de/index.php?id=28&L=1
    გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
    სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა, ბიზნესი, ისტორია, კულტურის მეცნიერებები, განათლების მეცნიერებები, სოციოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, გერმანული ენა
    მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
    http://www.uni-giessen.de/study/courses/ba
    დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია)
    სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა და ლიტერატურა
    მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
    https://www.uni-duesseldorf.de/home/en/home.html
    ათენის უნივერსიტეტი (საბერძნეთი)
    სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ისტორია, არქეოლოგია, ინგლისური ფილოლოგია
    მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
    https://en.uoa.gr/
    მისკოლჩის უნივერსიტეტი (უნგრეთი)
    სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი
    მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
    http://www.uni-miskolc.hu/en
    ბიალისტოკის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
    სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული, ქიმია
    მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
    http://www.uwb.edu.pl/home
    რჟეშოვის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
    სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): არქეოლოგია, ისტორია, სოციოლოგია, ფიზიკა, პოლიტიკის მეცნიერება
    მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
    http://www.ur.edu.pl/en
    ტურკუს უნივერსიტეტი (ფინეთი)
    სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ეკონომიკა, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები
    მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
    ტურკუს უნივერსიტეტის სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს!
    http://www.utu.fi/en/Pages/home.aspx
    ჰელსინკის უნივერსიტეტი (ფინეთი)
    სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, იურიდიული
    მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
    ჰელსინკის უნივერსიტეტის სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ მესამე, მეოთხე და მეხუთე სემესტრის სტუდენტებს!
    https://www.helsinki.fi/en
    ლილის უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
    სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ინგლისური ფილოლოგია, იურიდიული, ეკონომიკა, ბიზნესი, პოლიტიკის მეცნიერება, ისტორია, ბიოლოგია
    *ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ დამატებითი ინფორმაციის ველში.
    სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი): ფრანგული ფილოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, იურიდიული, კომუნიკაცია
    მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
    https://www.univ-lille.fr/home/
    ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი (ლიეტუვა)
    სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება
    მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
    http://www.vdu.lt/en/
    რომის საპიენცას უნივერსიტეტი (იტალია)
    სასწავლო მიმართულებები (იტალიურენოვანი): იტალიური ფილოლოგია
    მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
    https://www.uniroma1.it/it/pagina-strutturale/home
    კადისის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
    სასწავლო მიმართულებები (ესპანურენოვანი): ესპანური ფილოლოგია
    მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
    http://www.uca.es/?lang=en/
    კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
    სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიზნესი, მენეჯმენტი
    მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
    http://www.hs-koblenz.de/rac/international-programs/international-students/exchange-students/english-programme-certificate/
     
    კონკურსზე დაშვების წინაპირობა:
    ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური ან ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის დოკუმენტი (ინგლისური: მოქმედი TOEFL, IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი; გერმანული: TestDaF, DSH, DSD, Goethe Certificate - აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე; ფრანგული: DELF, DALF - აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე, იტალიური: CILS, PLIDA - აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე; ესპანური: DELE, eLADE - აღებული უკანაკნელი 2 წლის მანძილზე))
    ან
    თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების დადებითი შედეგი (2018 წლის 9 ოქტომბერი; მინიმუმ 71 ქულა)

    სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
    ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
    გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
    საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

    სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
    პასპორტის ასლი
    CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
    ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
    ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
    მოტივაციის წერილი (ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ ან ესპანურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა; მოტივაციის წერილის 6 ეგზემპლარი ამობეჭდილი სახით უნდა წარმოადგინოთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121) ა/წ 24 ოქტომბრის 15 საათიდან 17 საათამდე დროის მონაკვეთში)
    რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებულ რეკომენდატორის ელ-ფოსტაზე)
    შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
    უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგი/ცნობა)
    შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული; არსებობის შემთხვევაში)
    პრიორიტეტების მიხედვით სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 5 უნივერსიტეტზე!)

    დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - mobility.tsu.ge ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ა/წ 24 ოქტომბრის 15:00 საათამდე!

    სტიპენდია მოიცავს:

    უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
    შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

    დამატებითი ინფორმაცია:
    თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგის/ცნობის მიღება შესაძლებელია reference@tsu.ge-დან; მოგვწერეთ ა/წ 18 ოქტომბრამდე სახელი და გვარი ქართულ/ინგლისურ ენაზე (როგორც ID-ში გაქვთ დაფიქსირებული), ფაკულტეტი, ჩაბარებული ენა და ცნობას მეილზევე მოგაწვდით სკანირებული სახით;
    გასაუბრებები იგეგმება ა/წ 29-30 ოქტომბერს;
    გასაუბრებების განრიგი განთავსდება თსუ მთავარი გვერდის სიახლეების ბმულზე ა/წ 26 ოქტომბრის დღის ბოლოს;
    გასაუბრების პერიოდში, საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ ა/წ 24 ოქტომბრის 18:00 საათამდე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები;
    შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებგვერდზე!
    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
    დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
    ლილის უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ დოკუმენტში: დანართი 2.







    თარიღი: 09/10/2018