საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი ოპოლეს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ პერსონალის კვირეულზე დასასწრებად

ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ოპოლეს უნივერსიტეტის (პოლონეთი) მიერ 2019 წლის 8-12 აპრილს ორგანიზებულ პერსონალის კვირეულზე დასასწრებად!

კვირეულის პროგრამის ნახვა შესაძლებელია შემდეგ დანართში: დანართი 1

დაინტერესებულმა პირებმა კვირეულის ფარგლებში შემოთავაზებული სამი მოდულიდან ერთ-ერთი უნდა შეარჩიონ.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე;  ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი 2 - დოკუმენტი სავალდებულოა პირველი მოდულის არჩევის შემთხვევაში
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის/დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი 3 - დოკუმენტი სავალდებულოა მეორე მოდულის არჩევის შემთხვევაში
მესამე მოდულის/კონფერენციის არჩევის შემთხვევაში აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ კონფერენციაზე წარსადგენი თემის მოკლე მონახაზი (ინგლისურ ენაზე; მაქსიმუმ 2 გვერდი)

დაინტერესებული პირებმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; მეილის სათაურში მიუთითეთ კვირეულის სამი მოდულიდან კონკრეტულად რომელ მათგანზე გსურთ განაცხადის გაკეთება) უნდა გადმოგზავნონ ა/წ 3 თებერვლის 16 საათამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:outgoingmobility@tsu.ge!

სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია დაბინავებისა და კვების ხარჯების დასაფარად, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები.

დამატებითი ინფორმაცია:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით;
გასაუბრების პერიოდში (სავარაუდო თარიღი: 5 თებერვალი), საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ ა/წ 1 თებერვლის 11 საათამდე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები;





თარიღი: 29/01/2019