საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია ,,Gen-z აკადემია: თავისუფლების ლაბორატორიის" მონაწილეებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ-სა და ახალგაზრდული-საგანმანათლებლო ორგანიზაციის, საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამის ,,Gen-z აკადემია: თავისუფლების ლაბორატორიის" გახსნით ღონისძიებას დაესწრო. თსუ რექტორი ახალგაზრდებს უნივერსიტეტის შესაძლებლობებზე, გაცვლით პროექტებზე, სტუდენტურ ცხოვრებაზე ესაუბრა და ერთობლივი პროგრამის განხორციელებისთვის მონაწილეებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

 

ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სალომე დუნდუა, სტუდენტები და თბილისის ახლომდებარე რაიონების სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ.

 

 პროგრამა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 100 -ზე მეტ ახალგაზრდას აერთიანებს, არაფორმალური განათლების პოპულარიზებას, ინტერპერსონალური უნარების განვითარებასა და პოლიტიკური თვითშეგნების ამაღლებას ისახავს მიზნად. თავისუფლების ლაბორატორიის ახალგაზრდები დაინტერესებულნი არიან სოციალური, პოლიტიკური, ადმინისტრაციული და სამართლის მეცნიერებებით.

 

მონაწილეებს საშუალება ექნებათ ერთი თვის განმავლობაში დაესწრონ ლექციებს, მასტერ-კლასებს, დებატებს საინტერესო თემებზე, ჩაერთონ სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებში. შეხვედრები ყოველ შაბათ-კვირას ერთი თვის განმავლობაში გაიმართება.

თარიღი: 26/02/2024