საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია ახალი სტუდენტური გაერთიანების „სხივის“ წევრებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ახალი სტუდენტური გაერთიანების „სხივის“ წევრებს შეხვდა.

 

კლუბი სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების საგანმანათლებლო პროექტებში  ჩართულობას შეუწყობს ხელს. სტუდენტები მედიაწიგნიერების, პოლიტიკური კულტურის, სამართლისა და საქართველოს ისტორიის მიმართულებით საგანმანათლებლო - შემეცნებით პროექტებს განახორციელებენ; სტუდენტებსა და საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა რეგიონში გამართავენ საჯარო ლექციებს უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობით; ასევე, გამართავენ ონლაინ შეხვედრებს, ტრენინგებს და დისკუსიებს სხვადასხვა მიმართულებით; სტუდენტური გაერთიანების წევრები იმუშავებენ სტუდენტური ჟურნალების, სამეცნიერო ნაშრომების და სტატიების კრებულის მომზადებაზე.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს კლუბის დაარსება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „თქვენი შემეცნებითი აქტივობებით და საგანმანათლებლო ღონისძიებებით თქვენ შეიძლება შეცვალოთ თქვენი თაობის და კიდევ უფრო ახალგაზრდების - სკოლის მოსწავლეების ინტერესები და გავლენა მოახდინოთ მათ ცხოვრებაზე“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

სტუდენტური გაერთიანების მიზანია სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით. კლუბში გაწევრიანება ყველა ფაკულტეტის სტუდენტს შეუძლია.

თარიღი: 30/05/2025