საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ კორეის რესპუბლიკის ელჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰიონდუ კიმთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე დაიგეგმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამაში კორეული ენის სწავლების შეტანა. კორეის საელჩოს დახმარებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კორეული ენის სპეციალისტი თსუ სტუდენტებს  კორეულ ენას ასწავლის. ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოსცემს კორეული ენის სახელმძღვანელოს.

 

მხარეებმა ასევე, თსუ-სა და კორეის უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე, სტუდენტებისა და პროფესორების მობილობის შესაძლებლობებსა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობაზე ისაუბრეს.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია კორეის რესპუბლიკასთან ჩვენი ურთიერთობა. ჩვენს უნივერსიტეტში ისწავლება ისეთი მიმართულებები, რომელიც შორეული აღმოსავლეთის ისტორიას და კულტურას შეისწავლის - ჩინეთისმცოდნეობა, იაპონიისმცოდნეობა. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია კორეისმცოდნეობის განვითარების ხელშეწყობა. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა კორეულ უნივერსიტეტებთან, თუმცა, საელჩოს დახმარებით სამეცნიერო-სასწავლო ურთიერთობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ“, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

 

კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანიელჩის ჰიონდუ კიმის თქმით, „საელჩო ხელს შეუწყობს კორეის უმაღლეს სასწავლებლებსა და ქართულ უნივერსიტეტებს შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას, უნივერსიტეტების დაახლოებას, სტუდენტებისა და პროფესორების მობილობას, ასევე, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, რაც ორივე ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო“.

შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა ელჩის საჯარო ლექციის გამართვა თსუ-ის სტუდენტებისთვის, რომელიც  კორეის რესპუბლიკის ისტორიასა და კულტურას, ასევე კორეა-საქართველოს ურთიერთობს შეეხება.

თარიღი: 18/06/2025