საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გახსნა, რომელზეც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კვლევასთან დაკავშირებული მოხსენებები იყო წარდგენილი.

 

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - პოლიტიკა, საზოგადოება, კულტურა“ სტუდენტური გაერთიანება „სხივის“ ორგანიზებით გაიმართა.

 

ღონისძიებაზე უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ხაზი გაუსვა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული კვლევების როლს ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებაში, ისაუბრა იმ პერიოდის ნაკლებად ცნობილ ფაქტებზე და მადლობა გადაუხადა სტუდენტურ გაერთიანება „სხივს“ კონფერენციის იდეის წამოყენებისა და ორგანიზებისათვის. მისი თქმით, მსგავსი ინიციატივები არა მხოლოდ აღვივებენ ინტერესს ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ, არამედ ასახავენ თაობათა შორის უწყვეტი კავშირის შესაძლებლობას აკადემიურ სივრცეში.

 

კონფერენციაზე, სტუდენტებმა წარმოადგინეს ნაშრომები იურიდიული, ეკონომიკური, სოციალური, ჰუმანიტარული და სხვა სამეცნიერო დისციპლინების მიმართულებით.

 

კონფერენციის დასასრულს, მონაწილე სტუდენტები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

თარიღი: 16/07/2025