საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიას ვიზიტი აჯიბადემის უნივერსიტეტში

თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია სამედიცინო პროფილის მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან, აჯიბადემის (ACIBADEM) უნივერსიტეტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ჯაბა სამუშია, სტამბოლში საქართველოს გენერალურ კონსულთან ალექსანდრე ჯიშკარიანთან ერთად, აჯიბადემის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ აჰმეთ შაჰინსა და აკადემიური სფეროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე თსუ-სა და აჯიბადემის უნივერსიტეტის შორის მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, კერძოდ, ისაუბრეს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სხვადასხვა ხანგრძლივობით სტაჟირების ორგანიზების საკითხზე. აღნიშნულთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი ახლო მომავალში გაფორმდება. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების თურქულ საუნივერსიტეტო კლინიკებში სტაჟირების შესაძლებლობებზე. გამოცდილების გაზიარების მიზნით, ასევე დაიგეგმა თსუ მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლების თურქულ უნივერსიტეტში ვიზიტი.

 

 აჯიბადემის უნივერსიტეტი, რომელიც მაღალტექნოლოგიური სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურით გამოირჩევა 2007 წელს დაარსდა და დღემდე, დინამიური და თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების გამოყენებით, პროფესორ-მასწავლებელთა მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად, ამზადებს ჯანდაცვის მომავალ სპეციალისტებს.

თარიღი: 27/02/2024