eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიას ვიზიტი კორდობის უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია სამუშაო ვიზიტით იმყოფება კორდობის (ესპანეთი) უნივერსიტეტში. ვიზიტის ფარგლებში თსუ რექტორი შეხვდა კორდობის უნივერსიტეტის რექტორს, მანუელ ტორალბო როდრიგესს.

 

კორდობის უნივერსიტეტთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა აქვს როგორც სტუდენტების, ასევე, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის კუთხით. რექტორების შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. ითქვა, რომ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს.

 

დაიგეგმა როგორც ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე, ევროკავშირის პროგრამა ერასმუს პლუსის ფარგლებში განსახორციელებელი გაცვლითი პროგრამები.

 

ვიზიტის ფარგლებში თსუ რექტორი შეხვდა კორდობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდნენ კორდობის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიისა და მობილობის სამსახურის გენერალური დირექტორი, დოქტორი იგნასიო ალკალდე სანჩესი და თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა.

თარიღი: 04/06/2026