საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიას საჯარო ლექცია „დავით IV აღმაშენებელი: ცხოვრება და მოღვაწეობა“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლახან შექმნილი სტუდენტური კლუბის „დავითის“ ორგანიზებით პირველი საჯარო ლექცია თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ წაიკითხა.

 

თსუ რექტორის ლექციამ თემაზე „დავით IV აღმაშენებელი: ცხოვრება და მოღვაწეობა“ სტუდენტების დაინტერესება გამოიწვია. ჯაბა სამუშიამ ისაუბრა დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდზე, მის პიროვნებაზე, საქართველოს საგარეო და საშინაო მდგომარეობაზე,  ქვეყნის შიგნით გატარებულ პოლიტიკაზე, საეკლესიო რეფორმაზე, საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლაზე, გარეშე მტრებთან ურთიერთობაზე, გამართულ ბრძოლებზე, სამხედრო ხელოვნებაზე, მის როლზე საქართველოს ისტორიაში.

 

ლექციის მსვლელობისას სტუდენტებმა დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე, ბოლოს გაიმართა დისკუსია.

თარიღი: 08/11/2023