საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰინდის შემსწავლელი სასტიპენდიო პროგრამა

ინდოეთის ადამიანური რესურსების განვითარების სამინისტროს ჰინდის ცენტრალურმა ინსტიტუტმა გამოაცხადა ჰინდის შემსწავლელ სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება.

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 21-35 წლამდე ასაკის კანდიდატებს, რომელთაც მიღებული აქვთ მინიმუმ ზოგადი განათლება ან დასრულებული აქვთ კოლეჯი. ინსტიტუტში აკადემიური წელი იწყება 2018 წლის 01 აგვისტოს და სრულდება 2019 წლის 30 აპრილს.

კანდიდატებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმები უნდა გაგზავნონ ინდოეთის საელჩოში (რეზიდენციით ერევანი) არაუგვიანეს 2018 წლის 20 აპრილისა.

დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის თაობაზე და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.
თარიღი: 28/02/2018